ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 07 მარტი 2026, 14:54
ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი გახდა აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები ირანზე და ასევე ირანის მიერ ორმუზის სრუტის გადაკეტვა, წერს გამოცემა ბლუმბერგი.

პარიზში მდებარე გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა ან-სოფი კორბომ განაცხადა, რომ ევროპა მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის მიმართ ძალიან მოწყვლად მდგომარეობაშია.

მისი თქმით:

„ეს ყველაფერი ძალიან არასასურველ დროს ხდება — ჩვენ ძლიერ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, როგორც ფასების, ისე მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით. ინდუსტრია ფიქრობს: „ოღონდ კიდევ ერთი კრიზისი არა“. სამწუხაროდ, ჯადოსნური გამოსავალი არ არსებობს.“ 

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა წევრ სახელმწიფოებს გააფრთხილეს, რომ ირანში მიმდინარე კონფლიქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

ქიმიური კონცერნის BASF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს კამიეტმა განაცხადა, რომ ევროპა „საწარმოო შესაძლებლობებს უპრეცედენტო სისწრაფით კარგავს“.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროპის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის დიდი ნაწილი ეფუძნება განახლებადი ენერგიის სწრაფ გაფართოებას, რაც გათვლილია დაბალ საოპერაციო ხარჯებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და გზავნილი - საქართველო იმსახურებს სანქციებს
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს
ჩერგოლეიშვილი: რაც პანკისში მოხდა ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? ახლა ეს გაქცეული კურდღლის არარაობები გვიტრიალდებიან, თქვენ „ნაცები“ ხართო
აშშ-ს სურს ირანის ნავთობის მარაგებზე სრული კონტროლი — აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი
არქივი