ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და გზავნილი - საქართველო იმსახურებს სანქციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 07 მარტი 2026, 16:11

თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ, რომელიც შესახებაც ინფორმაცია „ქრონიკამ“ მოიპოვა და რომელზეც განხილვის თემა უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობა იყო.

მისივე თქმით, აღნიშნული გზავნილით ლომჯარია და გერმანიის ელჩი, ასევე გარკვეული ძალები ევროკავშირიდან საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრებიან.

„ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი - საქართველო იმსახურებს სანქციებს. თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, რითაც ლომჯარია და გერმანიის ელჩი და გარკვეული ძალები ევროკავშირიდან ეპყრობიან და ელაპარაკებიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გუშინ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?
Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს
არქივი