სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 07 მარტი 2026, 16:24

სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?
Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და გზავნილი - საქართველო იმსახურებს სანქციებს
ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს
არქივი