Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 07 მარტი 2026, 17:23

ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

საქმე ეხება 5 მარტს გამართულ დემონსტრაციას, რომლის დროსაც ადამიანები სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესს აპროტესტებდნენ. მიტინგში სახელწოდებით „სასკოლო გაფიცვა გაწვევის წინააღმდეგ“ მონაწილეობა რამდენიმე ათასმა სკოლის მოსწავლემ მიიღო.

გამოძიებას საფუძვლად დაედო პლაკატი, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ეკავა. პლაკატზე მერცის შესახებ უხამსი სიტყვები ეწერა. პლაკატი ამოიღეს, ხოლო მისი მესაკუთრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

როგორც ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმე აღძრულია მუხლით „ცილისწამება და პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელება“. გერმანული კანონმდებლობით, ცილისწამება და პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელება სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედებაა და საპატიმრო სასჯელით ისჯება.

გერმანული სააგენტო dpa, თავის მხრივ, ავრცელეს ინფორმაციას, რომ ბოლო დროს მსგავსი გამოძიება გერმანიის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მაგალითად, ქალაქ ჰაილბრონის პოლიცია ადრე აცხადებდა, რომ გამოძიებას აწარმოებდა მერცის მისამართით Facebook-ში გაკეთებული კომენტარის გამო. პოლიციაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან შემოწმება დაიწყონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და გზავნილი - საქართველო იმსახურებს სანქციებს
ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს
არქივი