სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 07 მარტი 2026, 21:54

სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის აუცილებლად უჩივლებს.

„სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი. კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე სანქციებზე უარის თქმა - იმ სანქციებზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს უბრალოდ დაანგრევდა და ჩვენს ეკონომიკას ჩამოაქცევდა.

კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ როდესაც ადამიანი ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს საქართველოში, ეს მტრობაა ჩვენი ქვეყნის თუ მიაჩნია, რომ სწორედ ეგ არის ჩვენი შეშველება, რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ სხვა ქვეყანას, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები დავანგრიოთ, ჩვენი ბავშვები და ქალები დაიხოცონ. აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნებოდა საინტერესო“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გუშინ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.

მოგვიანებით კი „ქრონიკამ“ ლომჯარიას გადამალვის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებაც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი - აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, პასუხს გავცემთ
მედია - ალი ხამენეის ვაჟი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიჭრა
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით ოთხ წელშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
2004 წელს გაწევრიანდნენ ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო დიდი სხვაობა, 2003 წლის შემდეგ 18%-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში 20%-ით
„იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის, არის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას
არქივი