დღეს ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე კიდევ ერთხელ გამახსენდა რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას: მეხუთე კოლონა — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, - წერს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი, ლევან ჯაფარიძე, ნინო ლომჯარიას, თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის შესახებ.
როგორც ჯაფარიძე წერს, მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ.
“დღეს ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე კიდევ ერთხელ გამახსენდა რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას: მეხუთე კოლონა — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მეხუთე კოლონის მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და ღიად გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში, მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა, რაიმე აქტიური ქმედებისას. მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ. მეხუთე კოლონა შეიძლება მოქმედებდეს მოწინააღმდეგესთან კოორდინირებულად, იმართებოდეს მის მიერ, მაგრამ შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდეს სამიზნეს, თავდასხმის ფორმას და დროს. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც აშკარად, შეგნებით, სრულიად გაცნობიერებული მიზნების და მოტივაციის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებათა გამო, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის გამო, მისი, როგორც პიროვნების მარგინალიზაციის და სხვა მიზეზთა გამო, შეუგნებლად მოქმედებს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
მეხუთე კოლონა არ არის მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელი, თუმცა შეიძლება იმართებოდეს და ხალისდებოდეს მის მიერ.
მეხუთე კოლონის მოქმედება განსაკუთრებით თავს იჩენს და დამანგრეველი ხდება სამხედრო მოქმედებების დროს!” - წერს ლევან ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |