„იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის, არის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 07 მარტი 2026, 23:24

იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, იქ არის კონკრეტული იურიდიული ნიუანსები, რისი გახმაურებაც არ უნდა კომპანიას, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონტრაქტში არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის.

„რაც შეეხება კონტრაქტის გასაიდუმლოებას, არის კომერციული ხელშეკრულება, რეალურად ყველა დეტალი გამოვიტანეთ, იქ არის კონკრეტული იურიდიული ნიუანსები, რისი გახმაურებაც არ უნდა კომპანიას, რადგან ეს არის მიღებული პრაქტიკა. თეორიული საკითხები წამოჭრეს, რომ იქ მეჩეთები ხომ არ აშენდება და ა.შ. გარწმუნებთ, რომ არავითარი მეჩეთის მშენებლობა არ არის კონტრაქტშია გათვალისწინებული. არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი აქ არ არის, არის წმინდა კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული ის იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას, მაგრამ თუ რაიმე თეორიული კითხვა შეიძლება, არსებობდეს, დასვით ეს კითხვები და გიპასუხებთ ნებისმიერი კითხვაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი - აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, პასუხს გავცემთ
მედია - ალი ხამენეის ვაჟი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიჭრა
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით ოთხ წელშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
2004 წელს გაწევრიანდნენ ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო დიდი სხვაობა, 2003 წლის შემდეგ 18%-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში 20%-ით
ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი
არქივი