2004 წელს გაწევრიანდნენ ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო დიდი სხვაობა, 2003 წლის შემდეგ 18%-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში 20%-ით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 07 მარტი 2026, 23:28

2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტატისტიკა აჩვენებს, თუ რატომ არის ეკონომიკა პლუს გახსნილი საზღვრები განმსაზღვრელი ფაქტორი.

„მინდა, მოვიყვანო სტატისტიკური მაჩვენებელი, რაც ემიგრაციას უკავშირდება, რატომ არის ეკონომიკა განმსაზღვრელი ფაქტორი, ეკონომიკა პლუს გახსნილი საზღვრები. როდესაც ლიეტუვის და ლატვიის მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საზღვრები, ეს მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, 2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით. ამას აჩვენებს, რომ ეკონომიკებს შორის თუ არის დიდი სხვაობა, საზღვრებიც თუ არის გახსნილი, არის ბუნებრივი ტენდენცია მიგრაციის და ამის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანაც. არის ჯერ კიდევ ეკონომიკებს შორის სხვაობა, საზღვრები გაიხსნა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი - აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, პასუხს გავცემთ
მედია - ალი ხამენეის ვაჟი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიჭრა
ირაკლი კობახიძე - წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით ოთხ წელშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა
„იგლ ჰილსთან“ დადებული კონტრაქტის ყველა დეტალი გამოვიტანეთ, არაფერი მოსახლეობისთვის დასამალი არ არის, არის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იურიდიული ასპექტები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება, არ უნდოდეს კომპანიას
ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი
არქივი