ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 09 მარტი 2026, 10:17

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 70 წლის წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ 9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა. მისი თქმით, შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მსხვერპლი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანამდე მერყეობს.

1956 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან 35 წელი იყო გასული. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრეული ბოლშევიზმის ხანა გვიანი სტალინური ნაციონალიზმის პოლიტიკამ შეცვალა, რამაც ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა გარემოსთან ინტეგრირებული ეროვნული თვითშეგნება დაბადა. სტალინის სიკვდილის შემდეგ "ბელადის" საწინააღმდეგო პოლიტიკის გახმიანებამ ყველაზე დიდი რეაქცია საქართველოში გამოიწვია. მოსახლეობის უმრავლესობამ ახალი პოლიტიკა ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად აღიქვა.

9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა საბჭოთა სისტემის შიგნითვე და მის წინააღმდეგ. შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ეს ისტორიული მოვლენა თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება.

ნათელი დაადგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა სულებს!“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი ოპოზიციის ალიანსზე: ყველა ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდანაა წარმოშობილი. ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების და დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა
მზად ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის
ირაკლი კობახიძე: ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე,ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება
დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი
არქივი