68
09 მარტი 2026, 11:19
დონალდ ტრამპი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით „უკმაყოფილოა“, - იტყობინება Fox News-ი.
ტელეარხის წამყვანმა ბრაიან კილმიდმა განაცხადა, რომ დანიშვნის გამოცხადების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რომელმაც უთხრა: „მე უკმაყოფილო ვარ“.
კილმიდს საუბრის სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია, თავად ტრამპს კი ამ საკითხზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ირანის ახალი ლიდერი „დიდხანს ვერ გაძლებს“.
მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |