ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 09 მარტი 2026, 11:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ა.ზ. და 1999 წელს დაბადებული ე.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „პრეგაბალინი“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის
ბრიტანელი დიასახლისები ირანის ომის ფონზე კრიზისისთვის ემზადებიან. აუცილებელ მარაგებს შორისაა მედიკამენტები, წყლის ფილტრი, ჩაი, მინიატიურული გაზქურა, ჰიგიენის საშუალებები, ყველაფერი 48 საათის განმავლობაში სამყოფი რაოდენობით
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება
არქივი