უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 09 მარტი 2026, 12:10

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ერთსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების შესახებ. გასული წლის ზაფხულში ეს გადაწყვეტილება კიევის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ მიიღეს.

ინფორმაციას ლგბტ ორგანიზაცია „ინსაიტი“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძრაობა „ყველა ერთად!“-ის საკასაციო საჩივარი, რომელიც წინა ინსტანციების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობდა.

დესნიანსკის რაიონული სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, ზორიან კისი 2024 წლის ივნისიდან ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა. მას ისრაელში თავის პარტნიორთან, თიმურ ლევჩუკთან​, როგორც ოჯახის წევრთან ერთად სურდა გამგზავრება. მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი განაცხადა, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და კაცის ოჯახურ კავშირს.

ამის შემდეგ ლევჩუკმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ერთნაირსქესიან პირებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობების აღიარებაზე უარი შესაძლოა წარმოადგენდეს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით.

ლგბტ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ერთნაირსქესიანი ურთიერთობების სამართლებრივი აღიარების საქმეში მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის
ბრიტანელი დიასახლისები ირანის ომის ფონზე კრიზისისთვის ემზადებიან. აუცილებელ მარაგებს შორისაა მედიკამენტები, წყლის ფილტრი, ჩაი, მინიატიურული გაზქურა, ჰიგიენის საშუალებები, ყველაფერი 48 საათის განმავლობაში სამყოფი რაოდენობით
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება
არქივი