შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 09 მარტი 2026, 12:21

არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია, სინამდვილეში რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი ახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ეს არის ისევ ის ხალხი, იგივე სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების სისტემა, ტელევიზიების ტერორის და მიტაცების სისტემა, სახელმწიფო რეკეტის სისტემა. ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე სხედან და ერთ მენიუში არიან წარმოდგენილი დიდი დიქტატორის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთიანია და საქართველო კვლავ იმავე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და ომისკენ.

„ნაცობა“, როგორც იდეოლოგია არ ეფუძნება ინდივიდებს და ეს არის მთავარი სირთულე, ვინაიდან ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება და მათ მოსაწონად ქცევა. იმ სცენაზე არ არიან ინდივიდები, ესენი არიან კოლექტიური „ნაცები“, რომლის მთავარი იდეოლოგიაც სწორედ ეს არის.

„ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია არის პატრონყმობა და უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის
ბრიტანელი დიასახლისები ირანის ომის ფონზე კრიზისისთვის ემზადებიან. აუცილებელ მარაგებს შორისაა მედიკამენტები, წყლის ფილტრი, ჩაი, მინიატიურული გაზქურა, ჰიგიენის საშუალებები, ყველაფერი 48 საათის განმავლობაში სამყოფი რაოდენობით
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა
არქივი