კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 09 მარტი 2026, 13:46

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ.

ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრის სავარაუდო სასაუბრო თემის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

„არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქვეყნის მტრები არიან. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია და არაფერს ერიდებიან, დასამალიც არაფერი აქვთ, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა სანქციების ქვეშ მოყოლილიყო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო ქვეყანას, ასოცირების შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ასევე, გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კაბინეტებში დარბოდნენ და შემდეგ თავად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი და კონკრეტული პარტიები ბრიუსელში მუშაობდნენ იმ მიზნით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დღესაც ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა შეეზღუდოთ ევროპულ ქვეყნებში. ჩვეულებრივ, ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი ოპოზიციის ალიანსზე: ყველა ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდანაა წარმოშობილი. ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა
ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების და დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა
მზად ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის
ირაკლი კობახიძე: ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე,ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება
დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი
არქივი