პრემიერი ლომჯარიაზე: გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ისინი რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან, ეს ხილულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა, არის გასაიდუმლოებული შეხვედრებიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 09 მარტი 2026, 15:33

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში და არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, კონკრეტულად, ეს ადამიანი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და არის დეტალები, რაც ამას დამატებით ადასტურებს. ისინი რომ არიან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის. ამას ისინი ღიად აკეთებენ, არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც საუბარია იგივეზე, რასაც აკეთებენ საჯაროდ - ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს.

თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას, არის გერმანიის ელჩი და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. არიან სხვა ელჩები, რომლებიც არღვევენ ვენის კონვენციას, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ვენის კონვენციაზე მითითება არის აბსოლუტურად არარელევანტური“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან, უპირობო მხარდაჭერას, უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს და ჰიმნი ისმის
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმირ პუტინმა მოჯტაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანის მხარდაჭერა
ალ. გრიბოედოვის N16-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი რეაბილიტირდა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში დებატებზე: აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, ასეთ დროს, პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა
არქივი