ირაკლი კობახიძე: ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 09 მარტი 2026, 15:36

ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარალიმპიელი სპორტსმენებისთვის იდენტური ჯილდოები იქნება გათვალისწინებული, რაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის იყო.

ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის - მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან, უპირობო მხარდაჭერას, უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს და ჰიმნი ისმის
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმირ პუტინმა მოჯტაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანის მხარდაჭერა
ალ. გრიბოედოვის N16-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი რეაბილიტირდა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში დებატებზე: აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, ასეთ დროს, პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა
არქივი