ალ. გრიბოედოვის N16-ში მდებარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი რეაბილიტირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 09 მარტი 2026, 16:55
მთაწმინდის რაიონში, ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. 

გამაგრების სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა. კერძოდ, მონოლითური რკინაბეტონით გამაგრდა სახლის საძირკველი, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე მოეწყო; ლითონის კუთხოვანებით ჩარჩოში ჩაისვა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარები კი სპეციალური მასალით დამუშავდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, ხოლო “თბილსერვის ჯგუფმა” მხატვრულ-არქიტექტურული განათება მოაწყო.
ამასთანავე,  პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებსა და შუშაბანდს.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ სახლში 15 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

დასრულებულ პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან, უპირობო მხარდაჭერას, უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს და ჰიმნი ისმის
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ვლადიმირ პუტინმა მოჯტაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა და დაადასტურა მოსკოვის მხრიდან თეირანის მხარდაჭერა
არქივი