ზურაბ ქადაგიძე გახარიას პარტიის წევრს: საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით და ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ინიცირებული საკითხით მხოლოდ პოლიტიკური ქულის დაწერის სურვილი გაქვთ და არა საზოგადოების დახმარების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 09 მარტი 2026, 19:13
იდეაში გეთანხმებით, მაგრამ მხარს რიგი მიზეზების გამო ვერ დავუჭერ,“ - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფრაქცია „საქართველოს“ წევრების ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონებში ცვლილებები განიხილებოდა. 
„იდეა [დაბალი ხელფასის მქონე პირთათვის ხელფასის ზრდა 1150 ლარამდე], რასაც თქვენ [გიორგი შარაშიძე] ამბობთ მომწონს და გეთანხმებით კიდეც, მაგრამ მისი განვითარების გზა არასწორია. მოგყავთ პოლონეთის მაგალითი და გათვალისწინებული არ გაქვთ როგორ დააზღვიეს რისკები, ან როგორ დაიწყეს საკითხის მოგვარება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ამ საკითხზე ფართომასშტაბიან მსჯელობაში შევალთ.
პოლიტიკური მდგენელით შემოდიხართ ამ საკითხით და საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხით, მხოლოდ პოლიტიკური ქულის დაწერის სურვილი გაქვთ და არა საზოგადოების დახმარების  
თქვენს [გიორგი შარაშიძე] მიერ წარმოდგენილი საკითხზე, მთავარია იყოს სწორედ აწყობილი მოდელი და დარწმუნებული იყავით, არავის აქვს იმის კომპლექსი, არ წამოგყვეთ ბოლომდე ამ საკითხის გადაჭრაში, თუმცა კიდევ ვამბობ, იდეაში გეთანხმებით, მაგრამ საკითხს მხარს რიგი მიზეზების გამო ვერ დავუჭერ,“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
მარიამ ქვრივიშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა
ბორის ჩელე ყურუა - ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
კანდელაკს “აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა - მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი