48
09 მარტი 2026, 20:01
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი “აახიეს”, მის კომპიუტერს “ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა.
ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.
„ ოთხი რაღაც გავიგეთ:
1. კანდელაკს კომპიუტერი აახიეს
2. კანდელაკის კომპიუტერს ნაცები თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას
3. თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს
4. თარგამაძეს ვიღაცამ ტელეფონიდან (ან კომპიდან) ჩანაწერი მოპარა.
მაგარი ნამუშევარია, სუს-ს დააბრალებენ, მაგრამ შეიძლება არც სუს-მა უარყოს,“ - წერს ქართველიშვილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |