მარიამ ქვრივიშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 09 მარტი 2026, 20:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
„სიენენი“ - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯტაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
ბორის ჩელე ყურუა - ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
არქივი