დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯტაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 09 მარტი 2026, 21:38

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯტაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ქმედებებს შეიძლება, მიმართოს აშშ-მა, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „ამას არ გეტყვით. მე არ ვარ კმაყოფილი“.

აშშ-ის პრეზიდენტს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ ჰკითხეს. ტრამპის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ამასთან ახლოსაც კი არ ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მოჯტაბა ხამენეის უზენაეს ლიდერად არჩევამდე ტრამპი აცხადებდა, რომ აიათოლა ალი ხამენეის შვილის არჩევა მისთვის „მიუღებელი არჩევანი“ იქნებოდა და ირანის ახალი ლიდერი მისი თანხმობის გარეშე „დიდხანს ვერ გაძლებდა“.

შეგახსენებთ, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა
„სიენენი“ - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, 1000-ზე მეტი კი დაშავდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება
მარიამ ქვრივიშვილი: ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა
ბორის ჩელე ყურუა - ასე უცებ, მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდენის საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის
არქივი