მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 10 მარტი 2026, 01:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

მინისტრმა 2008 წლის მოვლენებსა და იმ პერიოდის გამოცდილებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„2008 წელი გამახსენდა. მაშინ ხომ გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც ერთგვარად წითელი ხალიჩით ხვდებოდნენ ყველგან. მახსოვს 2008 წელი ძალიან კარგად, ვის დავურეკეთ, რა შევძელით მაშინ და როგორ შევძელით ჩვენი ქვეყნის დაცვა და ვინ დაიცვა ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ გამოცდილებამ განსაზღვრა ის მიდგომა, რომელსაც დღეს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში ახორციელებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ეს აღარ განმეორდეს და არავისთან დარეკვა აღარ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად. ეს არც ისე შორს არის. ზუსტად ამაშია საქმე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკა განხორციელდეს ისე, რომ სხვა სამინისტროებს არ მოუწიოთ აქტიური ჩართვა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, სწორედ ეს წარმოადგენს განსხვავებას წინა ხელისუფლების პოლიტიკასა და მოქმედი ხელისუფლების მიდგომას შორის.

„ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის. სწორედ ამაშია პრაგმატიზმი, რომ მაქსიმალურად გაპრანჭვითა და ვიღაცებთან თავის მოწონებით კი არ ვიყოთ დაკავებული, არამედ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეროვნული ინტერესის საფუძველი, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობაა და მიუხედავად პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისა, საქართველოს მოქალაქეები სწორად აფასებენ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და სწორედ მათი გათვალისწინებით იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

„ეროვნული ინტერესი, პირველ რიგში, არის ქვეყნის უსაფრთხოება და ის უკავშირდება მშვიდობას, რომელიც თქვენ რაღაც სასაცილო სიტყვად აქციეთ და სულაც არ არის სასაცილო, თუ შევხედავთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. თუ ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ რეალობის სწორი აღქმა არის საჭირო, ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო და ძალიან კარგად ხვდება, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და სწორედ ეს არის ის, რა არჩევანსაც აკეთებს, საბოლოო ჯამში და ვის ანდობს ქვეყნის ხელისუფლებას, საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია ჩვენი მამა-პაპის მიერ
არქივი