ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 10 მარტი 2026, 09:47

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.

მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ ის იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.

დევიდ ო`სალივანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.

წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, რომ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველო, ბაჰამის კუნძულები, მონაკო, მალტა - Daily Mail-ი ბრიტანელებს დუბაის რამდენიმე საუკეთესო ალტერნატივას სთავაზობს
დავით ქართველიშვილი: 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისაგან, არამედ გეო-ეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა
ევროკავშირი სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენების და რეგიონში დრონების დამჭერთა გაგზავნის ინიციატივით გამოდის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს
გურამ მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს არის პიროვნება, რომელსაც თავისი ქვეყანა სძულს
არქივი