აუდიოჩანაწერზე, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გუშინ გამოიგზავნა, შეფასებას აკეთებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი. საუბარია გივი თარგამაძის და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარზე, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.
„ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ავნონ ჩვენს ქვეყანას და ფიქრობენ, რომ თუ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.
ერთმანეთი ეზიზღებათ, არის რამდენიმე აქტორი, რომელიც პირდაპირ სატელეფონო ჩანაწერებსაც ინახავს იმისთვის, რომ შემდეგ ერთმანეთი აშანტაჟონ. ეს არის ხალხი, რომლებსაც არ გამოუსწორდებათ მავნებლური ბუნება, ჩაწერა და გადაღება მათი ხელწერაა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე აუდიოჩანაწერი გამოიგზავნა. საუბარია გივი თარგამაძის და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარზე, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. შეტყობინების ავტორი აღნიშნავს, რომ სანქციებს თავისი საფუძველი აქვს; აქცენტს აკეთებს გიორგი კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერზე, საიდანაც, მისივე თქმით, უცხოეთში ე.წ. „დანოსებს“ აგზავნიდა. ასევე მიუთითებს, რომ გივი თარგამაძე თავისიანების ლაპარაკს იწერს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |