ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალებს პოლიტიკურ პარტიებად, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ ალიანსში გაერთიანებულ ოპოზიციაზე საუბრისას. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაა.
„ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რომ მაქსიმალურად დაამძიმონ საზოგადოება და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. ვიცით, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი არ მონაწილეობენ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. მათი ერთადერთი მიზანი არის გარე დავალების შესრულება, რომ შექმნან სურათი, თითქოს გაერთიანდნენ. რეალურად ეს არის ფარსი“, - განაცხადა გაბუნიამ
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |