46
10 მარტი 2026, 22:40
ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.
„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |