54
11 მარტი 2026, 09:47
კანადის ქალაქ ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს, დაწყებულია გამოძიება. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კანადამდე თავდასხმა მოხდა შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ნორვეგიაშიც. ოსლოში საკონსულოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ამჟღავნებს, თუმცა მომხდარს ირანთან ომს უკავშირებენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |