54
11 მარტი 2026, 12:43
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ვაჟის, იუზეფ პეზეშკიანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა ახლა ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„გავიგე ამბები იმის შესახებ, რომ ბატონი მოჯთაბა ხამენეი დაიჭრა. მასთან კავშირზე მყოფ რამდენიმე მეგობარს ვკითხე. მათ მითხრეს, რომ, მადლობა ღმერთს, ის ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“, - ციტირებს გამოცემა უმცროს პეზეშკიანს.
როგორც The Guardian-ი იუწყება, 56 წლის მოჯთაბა ხამენეის ირანის სახელმწიფო ტელევიზია „რამადანის ომის დაჭრილ ვეტერანად“ მოიხსენიებს.
გამოცემის ცნობით, მოჯთაბა ხამენეი ირანში ომის დაწყების პირველივე დღეს დაიჭრა. იმ დღესვე დაბომბვას ემსხვერპლა მამამისი, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |