51
11 მარტი 2026, 14:34
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული კრიზისის გამო რუსული საწვავის შესყიდვის დაწყება ევროკავშირისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ასეთი ნაბიჯი ბრიუსელს მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს და სუსტს გახდიდა.
„მიმდინარე კრიზისისას ზოგი თქვენგანი გვირჩევს მივატოვოთ ჩვენი სტრატეგია და რუსეთის წიაღისეულ საწვავს დავუბრუნდეთ. ეს იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა. ის ჩვენ მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს და სუსტს გაგვხდიდა“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, საწვავზე ფასების მატების გამო ევროკომისია გაზის გადასახადის სუბსიდირების ან ფასის შეზღუდვის ვარიანტებს განიხილავს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |