„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 11 მარტი 2026, 14:45

ყველაზე აქტიურად დგას „ქეშბექების“ საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში, ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, - განაცხადა „უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას, შესაბამისად, საბოლოოდ, დიდ ქსელებს ეძლევა საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას.

„კონკრეტულად ეს „ქეშბექები“ გამომდინარეობს დისტრიბუციისგან - მე არ მინდა, ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ, მათ მიერ შემოთავაზებული ყველა „ქეშბექი“ და ყველა ფასდათმობა, თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას. თუ რომელიმე დისტრიბუცია რაღაც ფასს ან რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამას ტყუილად არ იძლევა - ამ „ქეშბექის“ უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს ქსელებს, განსაკუთრებით - დიდ ქსელებს, აძლევს საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოსთხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ კომპანიებს არ სურთ, დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები, სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომაც ისინი ამჯობინებენ „ქეშბექის“ სქემას, ვინაიდან, ეს იძლევა საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.

„ჩემი შეხედულებით, „ქეშბექი“ არის შეფარული ფასდაკლება და რას გულისხმობს ეს კონკრეტულად: კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომელსაც ჩვენ დისტრიბუტორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელებისთვის, ამიტომ, „ქეშბექის“ ჭრილი ბუნდოვანია, ამას ვერ იგებს ადამიანი, რომელიც შედის rs.ge-ზე, ანუ, კომერციული პირობა უცნობია და ეს არის მათივე შემოთავაზებული სქემა, თორემ, ჩემთვის მაგალითად, სულ ერთია, „ქეშბექს“ მოვთხოვ თუ ფასდაკლებას“, - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ზღაპარი“- ს დირექტორი: რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით
„უნივერსამის“ დამფუძნებელი: პირველადი მოხმარების საქონელი 6%-მდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია - სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ კონფიგურაციას ჩვენს თვალწინ ხან ასე გადაალაგებენ ხოლმე, ხან ისე. უკვე მივეჩვიეთ
გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება და გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული საწვავის შესყიდვა იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა. ის ჩვენ მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს და სუსტს გაგვხდიდა
არქივი