„უნივერსამის“ დამფუძნებელი: პირველადი მოხმარების საქონელი 6%-მდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია - სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 11 მარტი 2026, 16:13

„უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც „ქეშბექი“ არ აქვს და მინიმალური ფასნამატით იყიდება.

ღუდუშაურის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტების თვითღირებულების ხარჯის დასაბალანსებლად, სხვა პროდუქციის „ქეშბექს“ იყენებს, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირდებოდა.

„პროდუქციაში, რომელსაც „ქეშბექი“ არ აქვს და აქვს მინიმალური ფასნამატი, შედის სიგარეტი და ის პირველადი მოხმარების საქონელი, რომელიც 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება დღესდღეობით სუპერმარკეტებიდან. 6 პროცენტით გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი მაქვს 17 პროცენტი - მე ეს სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, მივიღებთ სურათს, რომ ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება. ანუ, მე ამ „ქეშბექს“ ვხმარობ წმინდა შემოსავალში და ვაკლებ ჯამურად ფასს. პროცენტს ვერ კონკრეტულად იმ ღვინოზე ავსახავ თუ არა, დაზუსტებით გიპასუხებთ რომ - არა.

მე რომ შაქრის გაყიდვიდან ხარჯი მაქვს 17 პროცენტი, შაქარს 17 პროცენტს ვერ ვამატებ და რაღაცით უნდა დავიბალანსო. სხვა შემთხვევაში, ღვინო გაგვიიაფდება 20%-ით და შაქარი გაგვიძვირდება 10%-ით, იმიტომ, რომ იქ „ქეშბექი“ არ არსებობს, იმის ფასნამატი არის 5-6 პროცენტი, მათ შორის, სიგარეტზე და ჩვენ სხვადასხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით, სუბსიდირებას ვუწევთ იმ პირველადი მოხმარების საქონელს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა
ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა
ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
არქივი