ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 11 მარტი 2026, 16:32

ესპანეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი, ანა მარია სალომონი გაიწვია. შესაბამისი ბრძანება ესპანეთს მეფის, ფილიპე VI-ის ხელმოწერით ესპანეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა ატვირთული.

„საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის საკითხთა მინისტრის წარდგინებითა და მინისტრთა საბჭოსთან განხილვის შემდეგ 2026 წლის 10 მარტს ვბრძანებ გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან ესპანეთის ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ქალბატონი ანა მარია სალომონი და გამოეცხადოს მას მადლობა“, - წერია ბრძანებაში.

ესპანური მედია, თავის მხრივ, წერს, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი ბოლო დროს ესპანეთსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი გახდა აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა
ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა
არქივი