„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 11 მარტი 2026, 16:41
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა. 

გიორგი  ხაბაშვილის განცხადებით,  საცალო ქსელების ოპერატორებისთვის უმჯობესია თავად მოიძიონ პროდუქციის მწარმოებლები საზღვარგარეთ და უშუალოდ მათგან შეიძინონ, რამდენადაც სადისტრიბუციო კომპანიები მათ მაღალი ფასნამატით აწვდიან.  

„ბევრი წარმოებისგან ან დისტრიბუციისგან, რომლებიც თვლიან, რომ თუ ქსელებზე ბევრ ცუდს იტყვიან ამით რაღაც კარგი მოხდება მათგან განსხვავებით მე ვთვლი, რომ  თუ მე მომწოდებელმა პროდუქტი მომაწოდა რაღაც ფასად და მე ეს მივიღე ამ ფასად ე.ი.  ჩვენ შორის შედგა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, ბიზნეს გარიგება და მე სადღაც წასვლა დავუშვათ იმაზე, რომ რატომ მომაწოდა ამ ფასად, ჯობია, რომ წავიდე იმ ქვეყანაში საიდანაც მან იმპორტი განახორციელა, ჩამოვიტანო ეს პროდუქტი მე თვითონ. დიდ ქსელებს ასეთი პრაქტიკა აქვთ, მაგალითად „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც  25-30 % უფრო იაფი იყო მასთან  დახლზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე, ვიდრე  „ორი ნაბიჯი“ მას  დახლზე ყიდდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან პირდაპირ შემოიტანა.  მე თუ ეს პროდუქტი ძვირად მომაწოდა მომწოდებელმა და მე  ეს მივიღე ე.ი.  ასეთია ჩემი ბიზნეს გადაწყვეტილება იმ მომენტში,“- განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა
ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
არქივი