ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 11 მარტი 2026, 19:03

ოთხშაბათს გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან იქ „პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღებად“.

„აქა-იქ რაღაცები დარჩა... ნებისმიერ დროს, როცა კი მოვისურვებ, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება კიდევაც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ განრიგს საგრძნობლად ვუსწრებთ. იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლებლად მიგვაჩნდა, მათ შორის თავდაპირველ ექვსკვირიან პერიოდშიც“, - განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ირანის მტრული ქმედებები ისრაელისა და აშშ-ის ფარგლებს გასცდა და რეგიონის ქვეყნებზეც ვრცელდება.

„ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ნაწილსაც უმიზნებდნენ. ახლა კი იმ 47-წლიანი სიკვდილისა და ნგრევისთვის აგებენ პასუხს, რომელიც თავადვე გამოიწვიეს. ეს სამაგიეროს გადახდაა. ისინი ასე იოლად ვერ დააღწევენ თავს“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას
დონალდ ტრამპი - ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება - ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ილჰამ ალიევი - ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა გაგრძელდება
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს
არქივი