CNN: აშშ-ში, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 11 მარტი 2026, 19:07

ამერიკის ავტომობილისტების ასოციაციის ბოლო მონაცემებით, ბენზინის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე საშუალოდ 3.58 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 21 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

საშუალო ფასმა მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში 38 ცენტით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 64 ცენტით მოიმატა - ეს არის ყველაზე დიდი ყოველკვირეული და ყოველთვიური ზრდა 2022 წლის მარტის დასაწყისის შემდეგ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიური სანქციები გამოიწვია.

ეს ზრდა არის რეაქცია ირანში მიმდინარე ომსა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ ჩაკეტვაზე - ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არხი, რომელზეც ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის 20% მოდის.

ასევე, ეს გამოწვეულია ირანის საპასუხო თავდასხმებით მისი ნავთობით მდიდარი მეზობლების ინფრასტრუქტურაზე, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და საუდის არაბეთი - მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი.

დიზელის ფასი კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, დიზელის საშუალო ფასი 5 ცენტით გაიზარდა და ერთ გალონზე 4.89 დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ფასმა 79 ცენტით მოიმატა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას
დონალდ ტრამპი - ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება - ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ილჰამ ალიევი - ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა გაგრძელდება
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს
არქივი