The New York Times: მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 11 მარტი 2026, 19:13

მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით. როგორც გამოცემა The New York Times-ი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა პირები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ შედეგებს.

წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 28 თებერვალს შაჯარა თაიებას დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებული დარტყმა აშშ-ის სამხედროების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.

სამხედროები იერიშს ახორციელებდნენ მომიჯნავე ირანულ ბაზაზე, რომლის ნაწილსაც სკოლის შენობა წარსულში წარმოადგენდა. გამოძიების შესახებ ინფორმირებული პირების განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიცრებმა დარტყმის სამიზნე კოორდინატები თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მიწოდებული მოძველებული მონაცემების საფუძველზე შეადგინეს.

ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დასკვნები წინასწარია და კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა მოძველებული ინფორმაციის გადამოწმება.

„ბავშვებით სავსე სკოლაზე იერიშის მიტანა, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სამხედრო შეცდომად შეფასდება. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 175 ადამიანს შეადგენს, რომელთა უმეტესობაც ბავშვია“, - წერს გამოცემა The New York Times-ი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას
დონალდ ტრამპი - ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება - ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ილჰამ ალიევი - ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა გაგრძელდება
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს
არქივი