ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნები, უკვე შვიდი თვეა, მშვიდობიანად ცხოვრობენ.
„დამოუკიდებლობა 1991 წელს იქნა მიღწეული და მხოლოდ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში იყო მშვიდობიანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა და სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ნავთობპროდუქტების მიწოდება. ეს კიდევ ერთხელ ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ორივე მხარის განზრახვის, ააშენონ ჯანსაღი ურთიერთობები და დარჩნენ მშვიდობის ერთგული. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვაა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |