დონალდ ტრამპი - ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება - ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 11 მარტი 2026, 20:23

ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, დასრულდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი “მალე” დასრულდება, ვინაიდან, “თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები”.

“ცოტა ის, ცოტა ეს… როდესაც მომინდება, რომ ეს დასრულდეს, ეს დასრულდება,” - განაცხადა ტრამპმა.

თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის საჯარო მინიშნებების მიუხედავად, რომ მისმა ოპერაციამ თავის მიზნებს მიაღწია, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ არავითარი შიდა მინიშნებები არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება შეწყდეს საბრძოლო ქმედებები.

“ომი შესანიშნავად მიდის. მნიშვნელოვნად ვუსწრებთ გრაფიკს. მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე შესაძლოდ ვთვლიდით პირველი ექვსი კვირის განმავლობაშიც კი,” - განაცხადა ტრამპა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მტრული განწყობა არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ზე, არამედ მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ქვეყნებზეც ვრცელდება.

“ისინი ახლო აღმოსავლეთის დანარჩენი ნაწილის დაპყრობას ცდილობდნენ. ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის, რომელიც გამოიწვიეს. ეს ანგარიშის გასწორებაა,” - განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი - რომეო მიქაუტაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, Land Rover-ის და Lexus-ის ავტომობილები, ოქროს ზოდები და მონეტა, მეუღლის 162 000 ლარზე მეტი ღირებულების საათი, Cartier -ის ოქროს საათი...
ვიქტორ ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან
უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა. უკრაინაში ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯგუფი უკრაინაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
არქივი