პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 11 მარტი 2026, 21:06

კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.

მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვინ ისარგებლებდა „ამ ტიპის დანახარჯებით“.

„კორუფციული სქემით, დანაშაულებრივად გახარჯული თანხით თუ ვინ ისარგებლებდა, რა მოცულობით, სად და როდის - ამაზე გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს, თუ ვინ შეძლებდა მისი გარემოცვიდან ამ ტიპის დანახარჯებით სარგებლობას“, - აღნიშნა პროკურორმა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონ ლარამდე გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას თანხის დაბრუნება დაევალათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორი - რომეო მიქაუტაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, Land Rover-ის და Lexus-ის ავტომობილები, ოქროს ზოდები და მონეტა, მეუღლის 162 000 ლარზე მეტი ღირებულების საათი, Cartier -ის ოქროს საათი...
ვიქტორ ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან
უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა. უკრაინაში ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯგუფი უკრაინაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა
დონალდ ტრამპი - ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება - ისინი ფასს იხდიან სიკვდილისა და განადგურების 47 წლისთვის
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
არქივი