უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა. უკრაინაში ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯგუფი უკრაინაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 11 მარტი 2026, 21:08

უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა. უკრაინაში ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯგუფი უკრაინაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა, – უკრაინაში ვიზიტის შესახებ უნგრეთის ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანმა, გაბორ ჩეპეკმა განაცხადა, რომელიც მისიას ხელმძღვანელობს.

ჩეპეკის თქმით, დელეგაცია, რომელსაც სლოვაკი ექსპერტებიც შეუერთდნენ, აპირებს, შეხვდეს უკრაინის ენერგეტიკის წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებს და დიპლომატებს კიევში, რათა განიხილონ „დრუჟბის“ მილსადენის გარშემო არსებული სიტუაცია და მიწოდების განახლების შესაძლებლობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტი უარყო. სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ უნგრეთის გუნდს ოფიციალური სტატუსი არ აქვს და ქვეყანაში „ტურისტის“ სტატუსით შევიდა. მისივე თქმით, ჯგუფის ოფიციალურ დელეგაციად მოხსენიება „არასწორია“, რადგან მათ არანაირი შეხვედრა არ აქვთ დაგეგმილი.

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია. მისივე თქმით, დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო.

„არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის უსაფრთხოება, ამოცანები კი, კეთილდღეობის ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთადერთი საზომია, რითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს
პროკურორი - რომეო მიქაუტაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, Land Rover-ის და Lexus-ის ავტომობილები, ოქროს ზოდები და მონეტა, მეუღლის 162 000 ლარზე მეტი ღირებულების საათი, Cartier -ის ოქროს საათი...
ვიქტორ ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან
პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას
არქივი