საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 11 მარტი 2026, 22:39

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები და გამოწვევები. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპელ კოლეგებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებსა და ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. აგრეთვე, შეაფასეს ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსა და საერთაშორისო მოვლენების მიმართ.

შეხვედრებს ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან, ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი მითითებები
შალვა პაპუაშვილი - მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის უსაფრთხოება, ამოცანები კი, კეთილდღეობის ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთადერთი საზომია, რითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ
პროკურორი - რომეო მიქაუტაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთის სახლი, Land Rover-ის და Lexus-ის ავტომობილები, ოქროს ზოდები და მონეტა, მეუღლის 162 000 ლარზე მეტი ღირებულების საათი, Cartier -ის ოქროს საათი...
ვიქტორ ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან
უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა. უკრაინაში ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ჯგუფი უკრაინაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა
არქივი