შალვა პაპუაშვილი - მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის უსაფრთხოება, ამოცანები კი, კეთილდღეობის ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთადერთი საზომია, რითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 11 მარტი 2026, 22:40

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობამ ვიზუალურადაც დაინახა – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო.

„ეს პროცესი არ არის ახალი. განსაკუთრებით, ეს პროცესი 2022 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდა და აქედანაც იყო გამოწვეული ჩვენი ფრთხილი პოზიცია. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ის მთავარი ამოცანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ერთადერთი საზომი, რითაც ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ. სხვა დანარჩენი საზომები – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიმე ბალტიის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის მეჩვიდმეტეხარისხოვანი იმ მთავარ ამოცანებთან, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, როდესაც უშუალოდ ასეთი კონფლიქტებია.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. მისი ფასი დღითიდღე იზრდება. ეს ჩვენ ვიზუალურადაც დავინახეთ – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით
ირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია
არქივი