შალვა პაპუაშვილი - უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან, ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი მითითებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 11 მარტი 2026, 23:02

უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან, ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები, სამხედრო ექსპერტები და ოპოზიციური აქტორები ამბობენ, რომ ირანის გაზრდილ გავლენაზე, ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და გაზრდილ ტერორისტულ რისკებზე მათი განცხადებები იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლებას დროულად მიიღოს ქმედითი ნაბიჯები ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. ხედავთ თუ არა გარკვეულ საფუძვლებს ამ განცხადებების უკან?“ 

„არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება. მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც 2022 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ჩართულიყო უკრაინაში ომში, გაეგზავნა მებრძოლები ხელისუფლების ორგანიზებით. ეს ხალხი ნანახი გვყავს, ზუსტად იგივე სცენარი, რაც 2022 წელს აამოქმედეს საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. იგივე სცენარიც ვნახეთ ახლაც. იგივე სახელები, სახეები, რომლებმაც პირდაპირ სამიზნედ მონიშნეს საქართველო სხვადასხვა ძალებისთვის, რაც მთავარია, ეს თემაც გამოიყენეს იმისთვის, იქნებ რამენაირად შემოეტანათ ქვეყანაში არეულობა, წაეკიდა საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან, ეიძულებინათ,საქართველო გამოსულიყო განსაკუთრებული პოზიციებით ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გამოწვევები სულ უფრო და უფრო იმატებს.

„ჩვენი გამოწვევები არსად წასულა. პირიქით, სულ უფრო იმატებს. კონფლიქტები იზრდება, ფართოვდება, რაოდენობრივად მეტი ხდება და საქართველოში შენარჩუნებულია მშვიდობა და სტაბილურობა. იმ ხალხისგან, რომლებიც ყველანაირად ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი მითითებები.

ასეთი ომები და კონფლიქტები როდესაც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. სწორედ ამიტომაც აირჩია ხალხმა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის მართვაში, რომელსაც აქვს ამ საფრთხეების მართვის უნარი. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, 2022 კი არა, ახლაც ჩაგვრთავდნენ სხვადასხვა სახის კონფლიქტში. უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან. ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავენ და ჭკუას ასწავლიან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: სრულიად განადგურებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი სახელი და გვარები, ნიღაბჩამოხსნილი, სამარცხვინო, უსამშობლო წარსულით
არქივი