ირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 12 მარტი 2026, 00:13

პროქართულია ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს საზოგადოებამ მოგვანიჭა მანდატი და ლეგიტიმაცია. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მათ ბინძურ თამაშს არ აყვა, მათთვის პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მან უპასუხა კითხვას მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს.

„როდესაც ვერანაირ დისკუსიაში შემოდიხარ, ვერ ასაბუთებ, რატომ შეიძლება რომელიმე გადადგმული ნაბიჯი იყოს არაევროპული, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია. როდესაც, განსაკუთრებით დღევანდელი გამოწვევების მსოფლიოში შენ ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან იცავ, როგორ გეტყვის, რომ ეს არადემოკრატიულია? როდესაც ამას ვერ გეუბნება, ამიტომ გეუბნება ყველაზე მარტივ იარლიყს - პრორუსული“, - აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ისინი ვინც საქართველოს პრორუსულ ქვეყნად მოიხსენიებდა და მოუწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, აღმოჩნდა, რომ თავად ვაჭრობდა რუსეთთან .

„იმ დროს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ეძახდნენ პრორუსულს ადამიანები, რომლებიც გზებს ეძებენ, რომ ქვეყანაში როგორღაც შავი ფული შემოიტანონ რევოლუციისთვის (რაც დამერწმუნეთ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ჩვენ ყველანაირად მოვარგებთ საკანონმდებლო სივრცეს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა) ამ ხალხის კომპანიები, შუა ომის დროს რუსეთის ფედერაციაში მილიარდობით ბრუნვით ვაჭრობდნენ; ბევრი ევროპარლამენტის, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სკანდალებმა ნახა დღის სინათლე; თურმე იმ დროს, როდესაც საქართველოს ეუბნებოდნენ რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო, ბალტიის ქვეყნები ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი გამხდარან რუსეთში. დღეს რა განცხადებებია - თურმე შეცდომა იყო რაღაც კუთხით სანქციები, თურმე სხვადასხვა მილსადენის და სტრატეგიული ობიექტის დაზიანება შეცდომა იყო და მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, მაგრამ აქ [საქართველოს მიმართ] რიტორიკა არ შეცვლილა“, - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
არქივი