ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 12 მარტი 2026, 00:17

ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რადიკალების ცრუ ნარატივთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი.

ირაკლი კირცხალიას თქმით, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი, ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი.

„ქადაგებდნენ, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. პირდაპირ გვადანაშაულებდნენ. გავიხსენოთ ქალბატონი ლაკა ხოშტარია, მისი განცხადებები როგორ აგროვებდა ყალბ და ცრუ ფაქტებს თავისი პატრონებისთვის. ეს კიდევ დიდი ცინიზმია, როდესაც ხოშტარიაზე გვაქვს საუბარი და რუსეთთან დამოკიდებულებაზე. თქვენ თვითონ ახსენეთ კითხვაში ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აგენტების რიტორიკას კი არ ჰყვებიან, არამედ ავტორები არიან ამ რიტორიკის. გვახსოვს, რომ თურმე რაღაც სარეცხი მანქანები გაჰქონდათ, სხვადასხვა ტექნიკა გადიოდა თურმე ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციაში, რომლითაც შემდეგ ხდებოდა უკრაინის ფრონტზე რაღაც საბრძოლო მასალის შექმნა. სრული მარაზმი.

ჩამოვიდნენ, ო'ბრაიანი იყო თუ არ ვცდები, ბატონი სალივანი იყო. შეისწავლეს ეს ყველაფერი და ვნახეთ როგორი დასკვნა დაიდო. შემდეგ მადლობის წერილიც ვნახეთ. იგივე მოხდა ახლა.

როდესაც ვამბობთ და როდესაც ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში რომ ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვგულისხმობ იმას, რომ ისევ იგივე რიტორიკა. ახლა შემოვიდა აქ, მაშინაც იყო, რომ რაღაც სამხედროების გადამზადება მიდის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს ტერორისტები ემზადებოდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩეჩნეთთან დაკავშირებული, რომ ვინ შემოდის თურმე ჩვენს ქვეყანაში. უცხო ქვეყნის ნომრის მანქანების გადაღება და შემდეგ ამის ფეისბუქზე ატვირთვა. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
არქივი