ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 12 მარტი 2026, 00:19

ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის პოლიტიკაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღევანდელ რეალობაში მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, განსაკუთრებით ოპოზიციის მცდელობების ფონზე.

„ჩვენს რეგიონში დაძაბულობის დაწყებიდან ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია. ის სამშვიდობო დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, მკაფიოდ და ურყევად ხორციელდება. ნამდვილად არ აქვს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა რას იტყვის, რომელიმე ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელი, თუ მათი პატრონი გერმანიის ელჩი, რა მოეწონებათ ჩვენი გადადგმული ნაბიჯიდან და რა არა. ჩვენთვის მთავარი საზრუნავი არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი, რომ აქ იყოს მშვიდობა, რომ არ დაიღვაროს ჩვენი დებისა და ძმების, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების სისხლი, აქ არ მოხდეს დესტაბილიზაცია, მშვიდობის პოლიტიკას მოჰყვეს ის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
არქივი