ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 12 მარტი 2026, 00:23

საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის და არა იმ აგენტურისთვის, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას, რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაში დიალოგის ადგილი არ არის რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილებით ხელში.

“დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკაში დიალოგი სად არის? ეს ხომ არ არის რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილებით ხელში? ჰქონდათ მანდატი, ჩვენი მხრიდან იყო პასუხი, რომ სწორედ ამ დიალოგის, ჯანსაღი ოპონირების შანსი ამ ხალხმა თავიანთივე პატრონების დავალებით ხელიდან გაუშვეს და დაიტოვეს ერთი ნარჩენი კუდი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში. რას ამბობენ ჩვენი ე.წ ოპონენტები არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას, ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას, ფაქტი სახეზეა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით”, - განაცხადა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის

“საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის და არა იმ აგენტურისთვის, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას და თითოეული მათი ქმედება არის ანტიკონსტიტუციური, ექსტრემისტული და მიმართული ქვეყნის ჩამოქცევისკენ. რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიაა, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს, უსამშობლოთა გაერთიანებას რა უნდა ვესაუბრო?”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
არქივი