ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 12 მარტი 2026, 01:19

ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და დადებითი ვიზიტი.

„მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი. ყველას შეხვდნენ ვისთანაც მათ ჰქონდათ ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კირცხალიას განცხადებითვე, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ნებისმიერი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა ისეთ ვიზიტს, რა დროსაც მათი მხრიდან განცხადებები ობიექტურ საწყისებზე იქნება გაკეთებული.

„ჩვენ ასეთ რიტორიკასთან გვაქვს დღეს საქმე და ეს არის ძალიან მისასალმებელი.

კიდევ ერთხელ დაინგრა თურმე ის მითი, რომ ღობე იყო მოქლიბული პრეზიდენტის რეზიდენციასთან. დაინგრა მითი - ე.წ. ღობის საქმე. რეალურად, ძალიან ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაგმო ის თავდასხმა, რომელი თავდასხმაც მთელმა მსოფლიომ ნახა პირდაპირ ეთერში. მთელმა ქვეყანამ ნახა პირდაპირ ეთერში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, როგორც კი ვნახეთ, რომ გამძაფრდა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ისევ დაიქოქა ეს მანქანა, ისევ მოღალატეობრივი განცხადებები
არქივი