ტიერი მარიანი ევროპარლამენტს: 2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად - შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 12 მარტი 2026, 08:08

ეს პარლამენტი აგრძელებს ყურადღების ფოკუსირებას საქართველოზე აღმაშფოთებელი სიტყვებით, პოლიტიკური ზეწოლით, შანტაჟითა და ფინანსური მუქარებით ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

„ამჯერად ეს არის თავდასხმა პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - აშკარა მანიპულაცია, რადგან თქვენ ვერ მოახდენთ იმ პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი და რომელსაც მყარი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. მათ აქვთ ისეთი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აკლია. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდები უნდა შეწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესებით მანიპულირებას, როგორც ეს ხდება ქართველი მოსამართლეების შემთხვევაში. ისინი არ უნდა იღებდნენ მითითებებს ბრიუსელიდან.

2024 წლიდან მოყოლებული, თქვენ იყენებთ მეთოდებს ლეგიტიმურად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად. შეწყვიტეთ ეს ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი ამ დემოკრატიულ ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი. მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
შალვა პაპუაშვილი: ევროპიდან გამოპარებული 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი, რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი?
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა: ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი
კრისტიან ტერეში ევროპარლამენტს: სად იყავით 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს? რა გააკეთეთ თქვენ და რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ 2008 წლის შემდეგ რუსეთის შესაჩერებლად, გარდა უბრალო განცხადებების გავრცელებისა?
არქივი