15
12 მარტი 2026, 09:00
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა მათგანს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვითნებურად იქნა დაკავებული, დაექვემდებარა სასტიკ მოპყრობას ან დაპატიმრებული იყო, მათ შორის ელენე ხოშტარიას, - განაცხადა კლიმატის საკითხებში ევროკომისარმა, ვოპკე ჰუკსტრამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.
„ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი“, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |